"არ იცით ვინ არის კვარაცხელია? საქართველო-ესპანეთის მატჩს უყურეთ", - იტალიური პრესა
Napolipiu-მ ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა: "ვინ არის კვარაცხელია? "ნაპოლის" გულშემატკივრები ამ შეკითხვას საკუთარ თავს ხშირად უსვამენ და მათ ტონში ირონიაც შეინიშნება".
"კლუბის სპორტულმა დირექტორმა, გიუნტოლიმ დაადასტურა, რომ გარემარბი მისი გუნდის ფეხბურთელი გახდება. კრისტიანოს ოფიციალურ სტატუსზე არაფერი უთქვამს".
"მის სიტყვებში აშკარა იყო, რომ ყველაფერი დასრულებულია. ხვიჩა ფეხბურთელია, რომელიც ფართო პუბლიკისთვის ნაკლებად ცნობილია. აქამდე, მხოლოდ საქართველოსა და რუსეთში უთამაშია".
"მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში ასეთი ნიჭიერია, ტოპ დონის ევროპული კლუბი ჯერ არ უპოვია, თუმცა საქართველოს ნაკრებსა და "რუბინში" ყოველთვის მაღალ დონეზე ასპარეზობდა".
"2021 წლის 28 მარტს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ქართველი ფლანგელის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო. მასპინძლები სწორედ მისი ბურთით იგებდნენ".
იმ შეხვედრაში, რომელიც სტუმრების კარნახით მიდიოდა, "დინამოს" შემტევმა თავი მნიშვნელოვან ეპიზოდებში გამოიჩინა", - წერს იტალიური პრესა 21-წლის გარემარბის შესახებ.