"კვარაცხელიას სათამაშო სტილი ნაპოლის გულშემატკივრებმა ბოლო წლებში უკეთ ისწავლეს", - იტალიური პრესა
Gazzetta-მ ბათუმის "დინამოს" გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ქართველი ვინგერი "ნაპოლიში" გადავა.
"რომასთან" ფრედ დასრულებული შეხვედრით, "ნაპოლის" სკუდეტოსთვის ბრძოლა დასრულდა. ეს გარემოება გუნდს სერია ა-ს ფინალური ნაწილის ღირებულებას მნიშვნელობას აკლებს".
"პარტენოპეისთვის" ტიტულისთვის ბრძოლის შანსი მკვეთრად შემცირდა, რაც გვარწმუნებს, რომ მომავალზე უფრო ყურადღებით უნდა იზრუნონ. სპალეტიმაც ეს გააკეთა".
"მომავალს უფრო ფრთხილად გადახედა, ჯერ კიდევ "მგლებთან" შეხვედრის შემდეგ, დარჩენილი სიმწარე ჰქონდა და ამ სიმწარეს საქართველოს ჩემპიონატში კვარას შესანიშნავი თამაშით გაუმკლავდა".
"გარემარბი, რომელიც ინსინიეს მემკვიდრედ აირჩიეს, "გაგრასთან" მოგებულ შეხვედრაში "დინამოს" უპირობო ლიდერი იყო. ხვიჩა მხოლოდ შემსრულებელი არაა, მისი გუნდის პირველი ბურთი მის უზუსტეს პასს მოყვა".
"ქართველი ვინგერი როგორ ფეხბურთსაც თამაშობს, ეს საფეხბურთო სტილი "აძურის" გულშემატკივრებმა ბოლო წლებში უკეთ ისწავლეს და დააფასეს", - წერს იტალიური გამოცემა.