ავტორიზაცია

"ნაპოლის ბევრი გულშემატკივარი კვარაცხელიას ტრანსფერს სკეპტიკუად უყურებს", - იტალიური პრესა

"ნაპოლის ბევრი გულშემატკივარი კვარაცხელიას ტრანსფერს სკეპტიკუად უყურებს", - იტალიური პრესა
თარიღი 18 აპრ 2022, 11:40

Mondonapoli.it-მა ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" შესაძლო გადასვლის შესახებ ვრცელი სტატია დაწერა: "ადვილი წარმოსადგენია, რომ როდესაც კვარაცხელიას სახელი "ნაპოლის" აქტიურად დაუკავშირეს, ქომაგების დიდ რაოდენობას ეს გულს ნამდვილად არ გაუთბობდა".

"ბევრიც ამას სკეპტიკურად შეხედავდა, თუმცა, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მისი მსგავსი ფეხბურთელი კლუბის ახალი სატრანსფერო სტრატეგიის ნაწილია, ეს ფაქტია".

"ეს დე ლაურენტისის "პარტენოპეის" ჰგავს, რომელმაც ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა ფოკუსირება და კლუბი დიდებული გახადა. მნიშვნელოვანია ისეთი მოთამაშეების გადმოყვანა, რომლებსაც საკუთარი მაქსიმუმი არ უჩვენებიათ".

"ამით "აძური" ხანგრძლივ ციკლზე მოახდენს ფოკუსირებას. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ მანოლასის და ლოზანოს ტრანსფერები. როცა მოვიდნენ, ისინი უკვე "მზა" მოთამაშეები იყვნენ".

"მათში ჩადებული ინვესტიცია კი კლუბს უკან არ დაუბრუნდა. ვნახოთ, რა იქნება ხვიჩას მიმართებაში", - წერს იტალიური გამოცემა ქართველი გარემარბის შესახებ.