ავტორიზაცია

"იმედია, კვარაცხელიას ტრანსფერით რუბინი რაღაც თანხას მაინც მიიღებს", - ყაზანელთა დირექტორი

"იმედია, კვარაცხელიას ტრანსფერით რუბინი რაღაც თანხას მაინც მიიღებს", - ყაზანელთა დირექტორი
თარიღი 16 აპრ 2022, 10:42

ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. შეგახსენებთ, ქართველმა "თათრებთან" კონტრაქტი გაწყვიტა.

"უამრავი დრო დავხარჯე, რათა "რუბინის" ეკონომიკური მდგომარეობა გამომესწორებინა. როგორც იქნა, მივედით იქამდე, რომ თანხების დახარჯვა შეგვეძლო და უეცრად, ლეგიონერები წაგვართვეს".

"ეს ჩემთვის უდიდესი კატასტროფაა. მინდოდა, ვიღაც გამეყიდა და განათხოვრების წესით მყოფი ფეხბურთელების კონტრაქტი გამომესყიდა, თუმცა ყველაფერი შეიცვალა".

"არავინ იცის, რა მოხდება. კვარაცხელიას რაც შეეხება, იმედი მაქვს, მისი ტრანსფერისგან რაღაც თანხას მაინც მივიღებთ. ხვიჩას მიმართებით, სიტუაცია ასე თუ ისე გასაგებია".

"ის ჩვენთვის გასაგები ადამიანია, ისევე როგორც მისი აგენტი", - განაცხადა რუსმა ფუნქციონერმა ბათუმის "დინამოს" გარემარბის შესახებ, რომელიც ზაფხულში "ნაპოლიში" გადავა.