ავტორიზაცია

"კვარაცხელია ნაპოლიში, ძანიოლო იუვენტუსში" - პედულა სერია ა-ს მოსალოდნელი ტრანსფერების შესახებ

"კვარაცხელია ნაპოლიში, ძანიოლო იუვენტუსში" - პედულა სერია ა-ს მოსალოდნელი ტრანსფერების შესახებ
თარიღი 14 აპრ 2022, 13:58

ავტორიტეტული ჟურნალისტი, ალფრედო პედულა დარწმუნებულია, რომ ლორენცო ინსინიეს "ნაპოლიში" შეცვლის ხვიჩა კვარაცხელია და არა სხვა რომელიმე ფეხბურთელი:

"არანაირი სიურპრიზები არ ყოფილა, კვარაცხელია "ნაპოლიში" ითამაშებს. ის, მხოლოდ ის იქნება ინსინიეს მემკვიდრე, რომელიც "ტორონტოში" წავა. დიახ, ხვიჩა და არა ძანიოლო".

"რომასთან" მას ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და იანვრიდან მოყოლებული მის ტრანსფერზე "იუვენტუსი" პირველ რიგში დგას, "პარტენოპეიმ" კი უბრალოდ სხვა არჩევანი გააკეთა".

"ამაზე საუბარიც არ ყოფილა, კლუბი ქართველი გარემარბის კანდიდატურაზე საბოლოოდ ჩამოყალიბდა", - ამბობს იტალიელი ინსაიდერი ბათუმის "დინამოს" ვინგერის შესახებ.