ავტორიზაცია

რატომ ჩაიშალა კვარაცხელიას ტრანსფერი ლიდსში? - ინგლისური პრესის ვერსია

რატომ ჩაიშალა კვარაცხელიას ტრანსფერი ლიდსში? - ინგლისური პრესის ვერსია
თარიღი 14 აპრ 2022, 11:02

Transfer Tavern-მა ხვიჩა კვარაცხელიას "ლიდს იუნაიტედში" არშემდგარი ტრანსფერის შესახებ დაწერა. ქართველი გარემარბის "თეთრებში" გადასვლა ფინანსური სირთულეების გამო ჩაიშალა.

"ლიდს იუნაიტედმა" გასულ ზაფხულს 18 მილიონი ევრო არ გადაიხადა, თორემ კვარაცხელია სწორედ აღნიშნული კლუბის განკარგულებაში იქნებოდა, ტრანსფერი სწორედ ამის გამო ჩაიშალა".

"მის მიმართ ინტერესი პრემიერ ლიგის კიდევ ერთ კლუბს, "ტოტენჰემს" ჰქონდა და თითქოს ვინგერს კარიერა ინგლისში უნდა გაეგრძელებინა, თუმცა ახლა ფავორიტი "ნაპოლია".

"ამის შესახებ ფაბრიციო რომანომ დაწერა. "თეთრები" რაფინიამ უნდა დატოვოს და "ბარსელონაში" გადავიდეს, ამიტომ, ისინი მისი შემცვლელის ძიებაში არიან. ახლა ფავორიტი "ნოტინგემის" ფლანგელი, ჯონსონია".

იტალიური პრესის ცნობით, ბათუმის "დინამოს" შემტევმა "პარტენოპეისთან" წინასწარი ხუთწლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა. 21-წლის გარემარბის ხელფასი 1.1 მილიონი იქნება.