ავტორიზაცია

"სადაც ვლაჰოვიჩი ღირს 75 მილიონი, კვარაცხელიაში 10 მილიონი უბრალოდ იდეალურია", - პედულა

"სადაც ვლაჰოვიჩი ღირს 75 მილიონი, კვარაცხელიაში 10 მილიონი უბრალოდ იდეალურია", - პედულა
თარიღი 13 აპრ 2022, 16:38

ცნობილმა ინსაიდერმა, ალფრედო პედულამ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" მოსალოდნელი ტრანსფერი დუშან ვლაჰოვიჩის ტურინის "იუვენტუსში" გადასვლას შეადარა:

"კვარაცხელია "ნაპოლიში"? ეს შესანიშნავი ტრანსფერია. მასზე საუბრობენ ისე, რომ მის თამაშს არც იცნობენ. ხვიჩას თამაშს განსჯიან ისინი, ვისაც მისი ასპარეზობა ზედიზედ 2-3 მატჩში არ უნახავთ".

"ის ძლიერი ბიჭია, რომელსაც აფეთქება უწერია. ინსინიეს ნამდვილი მემკვიდრეა. დღეს, როცა ვლაჰოვიჩის ტრანსფერში 75 მილიონს იხდიან, "პარტენოპეი" ქართველის სანაცვლოდ 10 მილიონს გადაიხდის".

"მისი წლიური ხელფასი მილიონი ევრო იქნება. ჩემი აზრით, ეს იდეალური ოპერაციაა", - განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა ბათუმის "დინამოს" გარემარბის შესახებ.

იტალიური პრესის ცნობით, "აძურიმ" 21-წლის ფლანგელთან წინასწარი, ხუთწლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, აჭარელთა მე-20 ნომერი "ლურჯებში" ზაფხულში გადავა.