ავტორიზაცია

"თუკი ინსინიეს ნაპოლიში დარჩენის შანსი ჯერ კიდევ არსებობს, კვარაცხელია მისი მოადგილე იქნება", - იტალიური პრესა

"თუკი ინსინიეს ნაპოლიში დარჩენის შანსი ჯერ კიდევ არსებობს, კვარაცხელია მისი მოადგილე იქნება", - იტალიური პრესა
თარიღი 16 Apr 2022, 14:36

Napolicalciolive-მა ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა: "კვარაცხელიამ განსაზღვრა, რომ ზაფხულში "ნაპოლის" ახალი შენაძენი იყოს. ბევრი ითქვა და დაიწერა მის ნიჭზე".

"ასევე ბურთთან შეხებაზე, მხედველობისა და შესრულების სისწრაფეზე. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც გარკვეულწილად, სრულყოფილი გარემარბია, მთელი ნიჭითა და კლასით".

"ბევრის აზრით, იტალიური კლუბი ნამდვილად სენსაციურ შენაძენს აკეთებს, თანაც საუბარია არაუმეტეს 10 მილიონ ევროზე. დიახ, ხვიჩა დღეს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფენომენია".

"ბევრის აზრით, ლოდინი საჭირო არაა, მასზე მისი თამაში მეტყველებს. ქართველ ვინგერს საკუთარი ქვეყნისა და მის ფარგლებს გარეთ მესის ადარებენ. მიმდინარე სეზონი მისთვის გარდამავალია".

"თუკი ინსინიე "პარტენოპეიში" დარჩა, სპალეტის საჭადრაკო დაფაზე "დინამოს" ფლანგელის როლი მისი "მოადგილეობა" უნდა იყოს, დაველოდოთ", - წერს იტალიური პრესა.