"კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერი დახურულია", - დი მარციო

ავტორიტეტულმა ინსაიდერმა, ჯანლუკა დი მარციომ Piuenne-ს პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მომავალი სეზონიდან კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს.
"კვარაცხელიას რაც შეეხება, მისი ტრანსფერი "ნაპოლიში" დახურულია და მხოლოდ ბოლო დეტალებიღაა დარჩენილი", - განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა ქართველის შესახებ.
ევროპული პრესის ცნობით, ბათუმის "დინამოს" გარემარბი "პარტენოპეისთან" გააფორმებს ხუთწლიან კონტრაქტს, მისი ყოველწლიური ხელფასი კი დაახლოებით 1.1 მილიონი იქნება.
რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას, აჭარლები 21-წლის ვინგერის სანაცვლოდ დაახლოებით 10-12 მილიონ ევროს მიიღებენ. აქვე დავამატებთ, ზღვისპირელების 20-იანის ტრანსფერი ზაფხულში გაოფიციალურდება.