ავტორიზაცია

გნაბრი ბაიერნს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება, საქმეში რეალი და პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბია ჩართული

გნაბრი ბაიერნს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება, საქმეში რეალი და პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბია ჩართული
თარიღი 27 აპრ 2022, 12:52

ნაკლებად სავარაუდოა, "ბაიერნის" გარემარბმა, სერჟ გნაბრიმ მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

როგორც ცნობილი გამოცემა Kicker-ი წერს, უკვე გარკვეული პერიოდია 26 წლის ფეხბურთელსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ამჟამად ისეთი სიტუაციაა, რომ საეჭვოა, გერმანელმა "რეკორდმაისტერთან" ახალი ხელშეკრულება გააფორმოს.

გნაბრი "ბაიერნთან" თანამშრომლობის გაგრძელებაზე არ ფიქრობს, რადგან ხელმძღვანელობა მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს. სერჟს დაახლოებით იმდენის გამომუშავება სურს, რამდენსაც კინგსლი კომანი და ლეროი სანე იღებენ, მაგრამ "რეკორდმაისტერს" ამხელა ფულის გადახდა არ უნდა. არსებული ცნობით, გნაბრი წლიურად 15-20 მილიონ ევროს ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში იწურება.

გნაბრისადმი ინტერესს მადრიდის "რეალი" და პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი იჩენს.

მიმდინარე სეზონში მარჯვენა ვინგერმა ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" მაისურით 42 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.