ავტორიზაცია

"იმედი გვაქვს, არ წავა", - ბაიერნის სპორტული დირექტორი გნაბრის მომავალზე ალაპარაკდა

"იმედი გვაქვს, არ წავა", - ბაიერნის სპორტული დირექტორი გნაბრის მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 27 აპრ 2022, 13:18

"ბაიერნის" სპორტულ დირექტორს, ჰასან სალიჰამიჯიჩს გუნდის გარემარბის, სერჟ გნაბრის შენარჩუნება უნდა.

"ვიმედოვნებ, გნაბრი არ წავა, ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ვაფასებთ. გვინდა, რომ დარჩეს", - თქვა ფუნქციონერმა Sky90-ის ეთერში.

აქამდე გავრცელებული ცნობით, გნაბრის მიუნხენურ გრანდში წლიური ხელფასის სახით 15-20 მილიონი ევროს გამომუშავება სურს, მაგრამ "რეკორდმაისტერი" ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს.

გარდა ამისა, სალიჰამიჯიჩმა მეკარე მანუელ ნოიერისა და თავდამსხმელ ტომას მიულერის კონტრაქტებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი:

"იმედი მაქვს, კარიერის ბოლომდე ჩვენთან დარჩებიან. მოლაპარაკებებმა ძალიან კარგად ჩაიარა".