ავტორიზაცია

კონტე პსჟ-ში? — ბრიტანულ მედიაში ახალი ცნობები ვრცელდება

კონტე პსჟ-ში? — ბრიტანულ მედიაში ახალი ცნობები ვრცელდება
თარიღი 27 აპრ 2022, 15:00

"ტოტენჰემის" მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს "პარი სენ ჟერმენის" წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები არ გაუმართავს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელ სპეციალისტს პარიზული კლუბის გაწვრთნა და 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება უნდა.

თუმცა, როგორც ავტორიტეტული გამოცემა Goal-ი The Telegraph-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, "დეზების" დამრიგებელი ამჟამად მთლიანად პრემიერ ლიგის ტოპ ოთხეულში მოხვედრაზეა კონცენტრირებული.

არსებული ცნობით, კონტე "ტოტენჰემის" ბოსებთან საკუთარ მომავალს სეზონის დასრულებამდე არ განიხილავს.

მოგეხსენებათ, 52 წლის სპეციალისტი ლონდონურ გუნდს სათავეში გასული წლის 2 ნოემბერს ჩაუდგა და მისი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.