ავტორიზაცია

"ჩემი და იუვენტუსის სიყვარულის ისტორია არასოდეს დასრულდება", - კიელინი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

"ჩემი და იუვენტუსის სიყვარულის ისტორია არასოდეს დასრულდება", - კიელინი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 27 Apr 2022, 15:09

"იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

"ჩემი და "იუვენტუსის" სიყვარულის ისტორია არ დასრულებულა და არც არასოდეს დასრულდება. ჩემი სიყვარული ძალიან ძლიერია და მჯერა, რომ კლუბის შემთხვევაშიც ასეა".

"სეზონის ბოლოს კარიერის გაგრძელების ვარიანტებს ორ ოჯახთან ერთად შევაფასებ: იმასთან, ვინც სახლში მყავს და კლუბთან".

"რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს დაველაპარაკები, მაგრამ მთავარი მეოთხე ადგილი და იტალიის თასია. ამის შემდეგ ვიფიქრებ დანარჩენზე", - ციტირებს ტურინელთა კაპიტნის სიტყვებს Sportmediaset-ი.

ცნობისთვის, 37 წლის იტალიელი უკანახაზელი "იუვენტუსის" ღირსებას 2005 წლის 1 ივლისიდან იცავს.