დონარუმა: "მესი კვლავ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და პსჟ-სთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა"
"პარი სენ ჟერმენის" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი დონარუმამ გუნდის თავდამსხმელის, ლიონელ მესის შესახებ განცხადება გააკეთა.
იტალიელმა მეკარემ საფრანგეთის ჩემპიონატის ტიტულის დასაკუთრების შემდეგ თანაგუნდელზე თბილად ისაუბრა.
"ლეო კვლავ მსოფლიოში საუკეთესოა. შესანიშნავი ბიჭია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გადამწყვეტ მატჩში ეს დავინახეთ".
"ყველანი ჩემპიონები ვართ, ჩინებული გუნდი გვყავს. ვეცდებით, ჩემპიონატი საუკეთესოდ დავასრულოთ", - ციტირებს დონარუმას სიტყვებს Sky Sport Italia.
შეგახსენებთ, იტალიელი კიპერი და არგენტინელი თავდამსხმელი პარიზულ კლუბს გასულ ზაფხულს შეუერთდნენ.