ნაპოლის პრეზიდენტმა ტრანსფერი დაადასტურა — კვარაცხელია სერია ა-ს გრანდში ითამაშებს!

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია მომავალი სეზონიდან "ნაპოლიში" ითამაშებს.
ტრანსფერი ნეაპოლელთა პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა.
"კვარაცხელია "ნაპოლიში", - თქვა დე ლაურენტისმა რადიო Kiss Kiss Napoli-ს ეთერში.
მოგეხსენებათ, 21 წლის ქართველი შემტევი ყაზანის "რუბინთან" კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ ბათუმის "დინამოს" ღირსებას იცავს.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი, კვარაცხელია "ნაპოლისთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და სეზონში ხელფასის სახით 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.