ავტორიზაცია

ვინ შეცვლის ლევანდოვსკის? — მთავარი კანდიდატი ალერია, თუმცა ბაიერნის სიაში კიდევ 5 ფორვარდია

ვინ შეცვლის ლევანდოვსკის? — მთავარი კანდიდატი ალერია, თუმცა ბაიერნის სიაში კიდევ 5 ფორვარდია
თარიღი 27 აპრ 2022, 16:38

"ბაიერნმა" თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად შესაძლოა "აიაქსის" ფორვარდი, სებასტიან ალერი იყიდოს.

ამსტერდამელთა 27 წლის ფორვარდი მიუნხენელთათვის შეტევის ხაზის გაძლიერების მთავარი კანდიდატია, თუ პოლონელი სუპერვარსკვლავი კლუბს დატოვებს, წერს Bild-ი.

"რეკორდმაისტერი" კოტდ'ივუარელის აგენტებს უკვე დაუკავშირდა. ამ ზაფხულს მისი შეძენა 40 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. თავად ფეხბურთელი წლიური ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს ითხოვს.

როგორც აღინიშნება, "ბაიერნი" სწორედ ასეთი სტილის თავდამსხმელს ეძებს და ამხელა თანხის გადახდაც შეუძლია.

მიუნხენური გრანდის პოტენციურ ახალწვეულთა სიაში დარვინ ნუნიესი ("ბენფიკა", წლიური ხელფასი - 17 მლნ ევრო), რომელუ ლუკაკუ ("ჩელსი", ხელფასი - 20 მლნ ევრო) და პატრიკ შიკიც ("ლევერკუზენი", ხელფასი - 10 მლნ ევრო) არიან. თითოეული მათგანის ტრანსფერი დაახლოებით 80 მილიონი დაჯდება.

"ზალცბურგის" 18 წლის ფორვარდი, ბენიამინ შეშკო და "შტუტგარტის" 24 წლის ფორვარდი, საშა კალაიჯიჩი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში განიხილებიან.

შეგახსენებთ, ლევანდოვსკის "ბაიერნთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ივნისში ეწურება და თანამშრომლობის გაგრძელებაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

მიმდინარე სეზონში ალერმა ყველა ტურნირზე ერთად "აიაქსის" რიგებში 39 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.