ავტორიზაცია

TOP 20-ში არც მესია, არც რონალდუ — ვინ არის ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი Goal.com-ის ვერსიით?

TOP 20-ში არც მესია, არც რონალდუ — ვინ არის ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი Goal.com-ის ვერსიით?
თარიღი 27 Apr 2022, 18:40

ავტორიტეტული გამოცემა Goal.com-ის ვერსიით, "ოქროს ბურთის" მოგების პრეტენდენტთა სიის სათავეში კვლავ "რეალის" თავდამსხმელი, კარიმ ბენზემაა.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის წინა ვერსიაშიც 34 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი გახლდათ ლიდერი.

"ლივერპულის" გარემარბი, მო სალაჰი მესამე პოზიციიდან მეორემდე აღზევდა და "ბაიერნის" ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის გადაასწრო.

მეხუთედან მე-7 ადგილამდე დაქვეითდა "რეალის" ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი, რომელსაც "ლივერპულის" შემტევმა, სადიო მანემ და "მანჩესტერ სიტის" შუახაზელმა, კევინ დე ბრუინმა გადაასწრეს.

გამოსარჩევი ფაქტი - ტოპ ოცეულში არ არიან "პსჟ"-ს თავდამსხმელი, ლიონელ მესი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ.

პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. კარიმ ბენზემა – "რეალი"

2. მოჰამედ სალაჰი – "ლივერპული"

3. რობერტ ლევანდოვსკი – "ბაიერნი"

4. კილიან მბაპე – "პსჟ"

5. სადიო მანე – "ლივერპული"

6. კევინ დე ბრუინი – "მანჩესტერ სიტი"

7. ლუკა მოდრიჩი – "რეალი"

8. ვინისიუს ჟუნიორი – "რეალი"

9. ფილ ფოდენი – "მანჩესტერ სიტი"

10. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი – "ლივერპული".