ავტორიზაცია

კაპელო: "კვარაცხელიას შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ თუ ნაპოლიმ იყიდა, ესე იგი მაგარი ფეხბურთელია"

კაპელო: "კვარაცხელიას შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ თუ ნაპოლიმ იყიდა, ესე იგი მაგარი ფეხბურთელია"
თარიღი 27 აპრ 2022, 19:36

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ, რომელიც თავის დროზე რუსეთის ნაკრებს ედგა სათავეში, ბათუმის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერზე განცხადება გააკეთა.

"არა, კვარაცხელიას შესახებ არაფერი ვიცი, მისი თამაში არ მინახავს, რადგან იტალიაში რუსული და ქართული ჩემპიონატების ყურება შეუძლებელია".

"თუმცა, მინდა ერთი რამ ვთქვა: თუ "ნაპოლი" რომელიმე ფეხბურთელს ყიდულობს, მაშინ ის ნამდვილად მაგარია", - ციტირებს კაპელოს სიტყვებს რუსული მედია.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ სეზონი ყაზანის "რუბინში" დაიწყო. მარტის ბოლოს რუსულმა კლუბმა მასთან კონტრაქტის გაწყვეტა დაადასტურა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბათუმის "დინამოსთან" 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

21 წლის ქართველი ფეხბურთელი "რუბინში" 2019 წელს "რუსთავიდან" გადავიდა. Transfermarkt-ის ვერსიით, ხვიჩას ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონ ევროს შეადგენს.