"ვინ არის რუდიგერი?", - ანჩელოტის სარკასტული კომენტარი ჩელსის მცველის რეალში შესაძლო ტრანსფერზე

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ "ჩელსის" მცველის, ანტონიო რუდიგერის მადრიდულ გრანდში ტრანსფერის შესახებ დასმულ კითხვას თავი აარიდა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" 29 წლის გერმანელს 2026 წლამდე გათვლილ კონტრაქტზე შეუთანხმდა.
– ანტონიო რუდიგერი...
"ვინ არის? "ჩელსიში" თამაშობს... ჯერ კიდევ "ჩელსის" ფეხბურთელია, ამიტომაც ამ თემაზე სათქმელი არაფერი მაქვს", - თქვა ღიმილით იტალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რუდიგერი "არისტოკრატთა" ღირსებას 2017 წლის ივლისიდან იცავს და მოქმედი ხელშეკრულების ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება.
მიმდინარე სეზონში "ჩელსის" უკანახაზელმა ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.