ავტორიზაცია

დემბელეს ხავისთან მუშაობა მოსწონს, მაგრამ უფრო ხელსაყრელი ვარიანტებიც აქვს — ფაბრიციო რომანო

დემბელეს ხავისთან მუშაობა მოსწონს, მაგრამ უფრო ხელსაყრელი ვარიანტებიც აქვს — ფაბრიციო რომანო
თარიღი 29 Apr 2022, 10:59

"ბარსელონა" გუნდის გარემარბის, უსმან დემბელეს შენარჩუნების იმედს არ კარგავს, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება.

24 წლის ფრანგის წარმომადგენელსა და კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობას შორის გუშინ მორიგი შეხვედრა გაიმართა.

დემბელე აცნობიერებს, რომ თუ "ბარსაში" დარჩება, ფულს დაკარგავს, რადგან სხვა კლუბებისგან უკვე ბევრად სარფიანი შეთავაზებები მიიღო, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

უსმანს საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის, ხავის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობა მოსწონს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" ეცდება დემბელეს უფრო მიმზიდველი წინადადებით მიმართოს.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა შემტევმა კატალონიელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.