ოფიციალურად: კლოპმა ლივერპულთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, იუწყება მერსისაიდელთა ოფიციალური საიტი.
ასე და ამგვარად, 54 წლის გერმანელმა და მისი შტაბის წევრებმა კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულება კიდევ ორი წლით გაახანგრძლივეს - 2026 წლამდე.
როგორც აქამდე იწერებოდა, რომ კლოპი 2023/24 წლების სეზონის დასრულების შემდეგ "ლივერპულს" დატოვებდა და კარიერაში პაუზას აიუღებდა. თუმცა, "წითლები" ამ სეზონში ოთხი ტიტულისთვის იბრძვიან, რაც იურგენის წახალისებას და გამხნევებას უწყობს ხელს.
წინა კონტრაქტის თანახმად, კლოპი წლიური ხელფასის სახით 10 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებდა.
მოგეხსენებათ, გერმანელი სპეციალისტი "ლივერპულს" 2015 წლიდან უდგას სათავეში. ამ დროის მანძილზე მან კლუბთან ერთად 5 ტიტული მოიგო, პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით.