ავტორიზაცია

კუმანი: "ჩემი წასვლის შემდეგ ბარსელონას პროგრესისთვის არ მიუღწევია, ახლაც იგივე მდგომარეობაშია"

კუმანი: "ჩემი წასვლის შემდეგ ბარსელონას პროგრესისთვის არ მიუღწევია, ახლაც იგივე მდგომარეობაშია"
თარიღი 29 აპრ 2022, 13:12

"ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი არ ფიქრობს, რომ მისი წასვლის შემდეგ კატალონიურმა გრანდმა პროგრესს მიაღწია.

"როცა წამოვედი, რვა ქულით ვიყავით უკან. ახლა ჩამორჩენა თითქმის ორჯერ გაიზარდა", - ციტირებს ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს ESPN-ი.

"ამ ერთ წელსა და ოთხ თვეზე წიგნის დაწერა შემიძლია. ჩვენს თავს ბევრი რამ მოხდა: კორონავირუსი, რაღაც პერიოდი კლუბს პრეზიდენტი არ ჰყავდა, ფეხბურთელებს ვერ ვყიდულობდით, შემდეგ მესის გარეშე დავრჩით, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კი გრიზმანი წავიდა. ლუკ დე იონგის ტრანსფერის გამო ძალიან მაკრიტიკებდნენ, მაგრამ მისი გოლების წყალობით "ბარსამ" 5-6 ქულა აიღო".

"არ მაქვს იმის განცდა, რომ ჩავფლავდი. პირიქით. "გრანადასთან" მატჩში ჩავფლავდით და იმ მომენტიდან ლა ლიგის მოგების იმედი აღარ გვქონდა. მაგრამ თასი მოვიგეთ. თუ ტიტულს იგებ, ეს ჩაფლავება აღარ არის".

"ბარსა" ახლაც იმ სიტუაციაშია, როგორშიც ჩემს დროს იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელის შეცვლას ყოველთვის პროგრესი არ მოაქვს. მარტივი და უბრალო შედარებების გაკეთება არც ისე სწორია".

"რა თქმა უნდა, რაღაც ასპექტებში "ბარსა" უკეთესი გახდა, რადგან სამი ფორვარდი იყიდეს, მაგრამ როცა მე წავედი, 8 ქულით ვიყავით უკან, ახლა კი ჩამორჩენა უკვე 15 ქულაა. ეს ხავის ბრალი არ არის. "ბარსაში" ამჟამად ასეთი სიტუაციაა. გასაკვირი არ არის, რომ სახლში მარცხდებიან", - დასძინა კუმანმა.