"მბაპეს რეალთან შეთანხმება აქვს, მაგრამ პსჟ ჭკუისშემშლელად დიდ ფულს სთავაზობს", - ფაბრიციო რომანო
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელს, კილიან მბაპეს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, თუ სად გააგრძელებს კარიერას.
ამის შესახებ გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ პოდკასტ FIVE-ში ისაუბრა.
"მბაპეს "რეალთან" შეთანხმება აქვს, ამიტომაც მადრიდში დარწმუნებულები და მოდუნებულები არიან".
"თუმცა, კილიანთან დაახლოებულმა წყაროებმა მითხრეს, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია".
"პარი სენ ჟერმენი" მბაპეს ჭკუისშემშლელად დიდ ფულს სთავაზობს, რათა 1-2 სეზონი დარჩეს", - დასძინა რომანომ.
შეგახსენებთ, 23 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს პარიზელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება.