ავტორიზაცია

"ბარსამ თავისი დნმ დაკარგა", - კუმანმა კატალონიურ გრანდზე ორი ბევრად უკეთესი კლუბი დაასახელა

"ბარსამ თავისი დნმ დაკარგა", - კუმანმა კატალონიურ გრანდზე ორი ბევრად უკეთესი კლუბი დაასახელა
თარიღი 29 აპრ 2022, 17:26

"ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის განცხადებით, კატალონიურმა გრანდმა თავისი დნმ დაკარგა.

"არ შეიძლება მწვრთნელის დადანაშაულება იმაში, რომ "ბარსამ" თავისი დნმ დაკარგა. ჩემთან ერთად კლუბმა თასი მოიგო და შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდა".

"ყოველთვის ყველაფერი ფეხბურთელთა შერჩევაზეა დამოკიდებული, ახლა კი "ბარსას" მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების ყიდვა არ შეუძლია".

"კლუბი "ლივერპულსა" და "მანჩესტერ სიტიზე" ძალიან უკანაა. ყველამ ვნახეთ მათი თამაშები. ცხადია, ამჟამად ისინი ბევრად ძლიერები არიან", - ციტირებს ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს ESPN-ი.

მოგეხსენებათ, კუმანი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" სათავეში 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის ოქტომბრამდე წვრთნიდა.