ავტორიზაცია

ორი მიზეზი, რის გამოც ლევანდოვსკიმ ბაიერნიდან წასვლა გადაწყვიტა და უკვე სასურველი კლუბიც შეარჩია

ორი მიზეზი, რის გამოც ლევანდოვსკიმ ბაიერნიდან წასვლა გადაწყვიტა და უკვე სასურველი კლუბიც შეარჩია
თარიღი 29 აპრ 2022, 17:46

"ბაიერნის" თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის მიუნხენური გრანდიდან წასვლა "ოქროს ბურთის" გამო სურს.

მას შემდეგ, რაც 2021 წლის ნოემბერში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო "პსჟ"-ს ფორვარდ ლიონელ მესის გადაეცა, პოლონელი დარწმუნდა, რომ აღნიშნულ პრიზს "რეკორდმაისტერის" ფეხბურთელის რანგში ვერ მოიგებს, მიუხედავად იმისა, თუ როგორი სტატისტიკა ექნება და რამდენ ტიტულს მოიგებს მიუნხენელებთან ერთად.

ლევანდოვსკის ესმის, "ბაიერნს" არ აქვს იმხელა გავლენა მედიაზე, როგორიც სხვა ტოპ კლუბებს. ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, მიუნხენური გრანდის შეფერხებით გამოწვეული იმედგაცრუების გამო, რობერტმა კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტების ძებნა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ 33 წლის სუპერვარსკვლავი რომელიმე ინგლისურ კლუბში გადასვლის ვარიანტს არ გამორიცხავს. გარდა ამისა, იგი არც "პსჟ"-ში გადაბარგებით ინტერესდება. პოლონელს "რეალში" წასვლასაც არ ეცდება, რადგან იქ კარიმ ბენზემა თამაშობს. გარდა ამისა, დიდი შანსია, მადრიდში კილიან მბაპეც ჩაირიცხოს.

ასე და ამგვარად, ლევანდოვსკისთვის პრიორიტეტად "ბარსელონა" იქცა, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-.

გარდა პერსპექტიული პროექტისა, რობერტს და მის ოჯახს ესპანური და ხმელთაშუა ზღვის კულტურა, ასევე ჩვევები მოსწონთ. ისინი ხშირად ატარებენ შვებულებას ბალეარის კუნძულებზე და მათი აზრით, ბარსელონაში ადაპტაციასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.