ავტორიზაცია

პოჩეტინო: "მესი მარადონას დონეზე დგას, შემდეგი სეზონი მისთვის სრულიად განსხვავებული იქნება"

პოჩეტინო: "მესი მარადონას დონეზე დგას, შემდეგი სეზონი მისთვის სრულიად განსხვავებული იქნება"
თარიღი 01 მაი 2022, 15:57

მაურისიო პოჩეტინომ ლეო მესის დიეგო მარადონას დონის ფეხბურთელი უწოდა.

„მესის გაკრიტიკება უსამართლობაა, მის ოსტატობაში მე არანაირი ეჭვი არ მეპარება. მესის საკმარისი ნიჭი აქვს საიმისოდ, რომ გააკეთოს ის, რაც საჭიროა. შემდეგი სეზონი მისთვის სრულიად განსხვავებული იქნება.

ეს შესწავლის წელიწადი იყო - არამარტო პროფესიონალურ დონეზე, იმიტომ რომ ის „პსჟ-ში“ გადმოვიდა, ახალ ლიგაში, ახალ თანაგუნდელებთან, არამედ პირად ცხოვრებაშიც. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, ასეთმა ცვლილებებმა ფეხბურთელზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს.

მესიზე ასე საუბარი არ შეიძლება. იგივეა, მარადონაზე ლაპარაკობდე. ის ხომ საშუალო დონის ფეხბურთელი არ არის, მესი მარადონას დონეზე დგას.

აშკარაა, რომ „ბარსელონადან“ „პსჟ-ში“ გადასვლა არის ცვლილება, რომელსაც ადაპტაცია სჭირდება. გარკვეული დეტალები მესის არ აძლევდა საშუალებას თავი ეგრძნო ისე კომფორტულად, როგორც მან „ბარსაში“ 20 წელი გაატარა.

ლიგა 1-ს ამ სეზონში 34 წლის ფორვარდმა 23 მატჩში 4 გოლი და 13 საგოლე პასი მიითვალა.