ავტორიზაცია

"ბარსელონაში სათამაშოდ გადმოვედი", - დეპაი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

"ბარსელონაში სათამაშოდ გადმოვედი", - დეპაი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 02 მაი 2022, 21:14

"ბარსელონას" თავდამსხმელი, მემფის დეპაი კატალონიური გრანდიდან წასვლას არ აპირებს.

"ბარსელონაში" სათამაშოდ გადმოვედი. მინდა, მომდევნო სეზონსა და უახლოეს წლებში გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყო".

"სრულიად ბუნებრივია, რომ გუნდის შემადგენლობაში სერიოზული კონკურენციაა".

"მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ", - ციტირებს 28 წლის ჰოლანდიელის სიტყვებს AS-ი.

მიმდინარე სეზონში დეპაიმ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.