ავტორიზაცია

"პსჟ-სთან და მანჩესტერთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს", - მილინკოვიჩ-სავიჩის აგენტმა სასურველი კლუბი გაამხილა

"პსჟ-სთან და მანჩესტერთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს", - მილინკოვიჩ-სავიჩის აგენტმა სასურველი კლუბი გაამხილა
თარიღი 03 მაი 2022, 22:20

"ლაციოს" ნახევარმცველის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის აგენტმა, მატეია კეჟმანმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ სად სურს გადასვლა მის კლიენტს.

"სერგეის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის წინადადებები არ აკლია", - ციტირებს სერბის წარმომადგენლის სიტყვებს Foot01.

"ამ დროისთვის, "პარი სენ ჟერმენთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს".

"ლაციოსთან" ერთად სეზონის დასრულებაზეა კონცენტრირებული, მაგრამ მანჩესტერში გადასვლა უნდა", - დასძინა კეჟმანმა.

ცნობისთვის, 27 წლის ნახევარმცველი რომაულ კლუბში 2015 წლის აგვისტოდან ირიცხება და მისი კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში მილინკოვიჩ-სავიჩმა ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი გააკეთა.