ავტორიზაცია

ალექსანდერ-არნოლდი ლივერპულსა და კლოპს შორის ახალი კონტრაქტის გაფორმებას გამოეხმაურა

ალექსანდერ-არნოლდი ლივერპულსა და კლოპს შორის ახალი კონტრაქტის გაფორმებას გამოეხმაურა
თარიღი 03 May 2022, 23:37

"ლივერპულის" მარჯვენა მცველმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა კლუბსა და გუნდის დამრიგებელ იურგენ კლოპს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კომენტარი გააკეთა.

"ვიმედოვნებ, ეს ოთხი წელიწადიც ისეთივე წარმატებეული იქნება, როგორიც ის წლები, რომელიც მასთან ერთად უკვე გავატარეთ".

"მუდმივად ვგრძნობ, რომ ყოველ სეზონთან ერთად უფრო წარმატებულები ვხდებით. ეს სეზონი ჯერჯერობით განსაკუთრებულია, ფინალურ სერიაში გადავდივართ და კლოპი ნამდვილად აკეთებს ჩვენთვის რაღაც განსაკუთრებულს", - ციტირებს არნოლდის სიტყვებს ბრიტანული მედია.

შეგახსენებთ, 54 წლის გერმანელი სპეციალისტი მერსისაიდულ კლუბს სათავეში 2015 წლის ოქტომბრიდან უდგას.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, კლოპი "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2026 წლის 30 ივნისამდე დარჩება.