ავტორიზაცია

კლოპი: "ჩემპიონთა ლიგის მე-4 ფინალი კარიერაში? ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს პირველად მოხდა"

კლოპი: "ჩემპიონთა ლიგის მე-4 ფინალი კარიერაში? ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს პირველად მოხდა"
თარიღი 04 მაი 2022, 14:36

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში კარიერაში მეოთხედ გავიდა, აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, გერმანელმა სპეციალისტმა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში 2013 წელს "დორტმუნდი" გაიყვანა, 2018 და 2019 წლებში კი - "ლივერპული".

"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს 20 წლის მანძილზე პირველად მოხდა. გამორჩეული მომენტია იმის გამოც, რომ საკუთარ თავს საქმე ცოტა გავურთულეთ, მაგრამ ვიცოდით, ეს შეიძლებოდა მომხდარიყო".

გარდა ამისა, კლოპმა იმის შესახებაც გააკეთა კომენტარი, თუ ვისთან შეხვედრა ურჩევნია ფინალში - "რეალთან" თუ "მანჩესტერ სიტისთან".

"ფინალში ვისაც არ უნდა დავუპირისპირდეთ, წარმოუდგენელი მატჩი იქნება", - დასძინა მერსისაიდელთა დამრიგებელმა Sky Sports-თან საუბრისას.