ავტორიზაცია

"ბოლო ორი თვე ფავორიტად სხვა გუნდს ვთვლიდი", - ლეგენდარულმა ლიპიმ სერია ა-ს გამარჯვებული იწინასწარმეტყველა

"ბოლო ორი თვე ფავორიტად სხვა გუნდს ვთვლიდი", - ლეგენდარულმა ლიპიმ სერია ა-ს გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
თარიღი 04 მაი 2022, 19:47

ლეგენდარულმა სპეციალისტმა, მარჩელო ლიპიმ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების გამარჯვებული იწინასწარმეტყველა.

"ბოლო ორი თვის მანძილზე ვფიქრობდი, რომ წარმატებას "ინტერი" მიაღწევდა", - ციტირებს "სკუადრა აძურას" ექს-თავკაცის სიტყვებს Football Italia.

"ეს გუნდი მეგონა ფავორიტი, უფრო აგრესიულები, მონდომებულები იყვნენ და ერთი მატჩი თადარიგში ჰქონდათ, მაგრამ ბოლონიაში გამართულმა შეხვედრამ ყველაფერი შეცვალა".

"ახლა "მილანს" აქვს უპირატესობა. ორქულიანი უპირატესობა და საუკეთესო შედეგი ურთიერთშეხვედრებში. ფავორიტად "მილანს" დავასახელებ".

"სტეფანო პიოლი მომწონს, პრაქტიკული მწვრთნელია, შესანიშნავი ორგანიზაციით. თავის გუნდს სიმშვიდეს სძენს. რაღაც მხრივ, ერთმანეთს ვგევართ".

"არ ვფიქრობ, რომ "ინტერი" ძველმოდურ ფეხბურთს თამაშობს. ინძაგი ტექნიკურ რესურსებს კარგად უმკლავდება. "ბოლონიას" თამაში არასწორად გაიგო, მაგრამ ყველა ტოპ კლუბს უჭირს "ინტერის" წინააღმდეგ ასპარეზობა".

"მისი გეგმა ბ მოედანზე სხვადასხვა თვისებების მქონე ფეხბურთელების შეშვებაში მდგომარეობს (მათთან შედარებით, ვინც უკვე ითამაშა)", - ციტირებს ლიპის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.