ავტორიზაცია

ტენ ჰაგი მაგუაირის საშინელი ფორმით შეშფოთებულია და შესაძლოა, სხვა პოზიციაზე ათამაშოს

ტენ ჰაგი მაგუაირის საშინელი ფორმით შეშფოთებულია და შესაძლოა, სხვა პოზიციაზე ათამაშოს
თარიღი 04 მაი 2022, 21:38

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი გუნდის ცენტრალური მცველის, ჰარი მაგუაირის თამაშის გასაუმჯობესებლად გზებს ეძებს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, "ეშმაკუნების" ახალი დამრიგებელი შეშფოთებულია იმით, რომ გუნდის კაპიტანი ინგლისის ნაკრებში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე გუნდში.

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა 29 წლის უკანახაზელს პოზიცია შეუცვალოს და მარჯვენა მცველად ათამაშოს, მარცხენა ფლანგზე კი ახალი ფეხბურთელის დამატება მოითხოვოს.

მოგეხსენებათ, მაგუაირი "ემიუმ" 2019 წლის აგვისტოში "ლესტერიდან" 87 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა.

მიმდინარე სეზონში მანიკუნიანელთა კაპიტანმა ყველა ტურნირზე ერთად 35 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.