ავტორიზაცია

ბარსელონასა და კრისტენსენს შორის შეთანხმებული კონტრაქტის დეტალები ცნობილია — AS

ბარსელონასა და კრისტენსენს შორის შეთანხმებული კონტრაქტის დეტალები ცნობილია — AS
თარიღი 04 მაი 2022, 22:41

ცნობილი გახდა "ბარსელონასა" და "ჩელსის" მცველ ანდრეას კრისტენსენს შორის შეთანხმებული კონტრაქტის დეტალები.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს.

ასე და ამგვარად, 26 წლის დანიელი "ბლაუგრანასთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 5 მილიონი ევრო იქნება.

კრისტენსენი, როგორც ვარაუდობენ, კატალონიურ გრანდს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, როცა "არისტოკრატებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა ამოეწურება.

მიმდინარე სეზონში კრისტენსენმა ყველა ტურნირზე ერთად "ჩელსის" მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.