ავტორიზაცია

"მათით ვამაყობ", - დროგბამ ამ დროისთვის ორი საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელი დაასახელა

"მათით ვამაყობ", - დროგბამ ამ დროისთვის ორი საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელი დაასახელა
თარიღი 05 მაი 2022, 00:00

ლეგენდარული კოტდ'ივუარელი თავდამსხმელი, დიდიე დროგბა "ლივერპულის" თავდამსხმელ სადიო მანეს მიერ მისი რეკორდის დამხობას გამოეხმაურა.

სენეგალელმა გარემარბმა ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში თავისი მე-15 გოლი შეაგდო და ტურნირის აღნიშნულ სტადიაზე აფრიკელთა შორის გატანილი ბურთების რაოდენობით "ჩელსის" ექს-ფორვარდის მიღწევა გაამუჯობესა.

"ამით ნამდვილად ვამაყობ. რეკორდები იმისათვის არსებობს, რათა დაამხონ. რეკორდი დამიმყარებია, გოლებიც რომ არ ჩავთვალოთ".

"დღეს, სადიო მანე და სალაჰი, ჩემი აზრით, ევროპასა და მთელ მსოფლიოში მოთამაშე საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელები არიან. ამ დონეზე ან უფრო მაღლა უნდა იყვნენ".

"ვამაყობ, რომ ჩემმა უმცროსმა ძმებმა ჩემი რეკორდი დაამხეს და განსაკუთრებით იმით, თუ როგორ ბრწყინავენ ისინი", - თქვა დროგბამ Canal +-ის ეთერში.