რეალის სასწაულის მთავარი შემოქმედი — როდრიგომ ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიული რეკორდი დაამყარა

"რეალის" გარემარბმა, როდრიგო გოესმა ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" (3:1 დ.დ) გამართულ მატჩში რეკორდი დაამყარა.
ბრაზილიელმა საპასუხო 1/2 ფინალურ შეხვედრაში "ქალაქელებს" 90-ე და 91-ე წუთებზე გაუტანა.
ასე და ამგვარად, 21 წლის სამხრეთამერიკელი ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფლეი ოფის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც 89-ე წუთის შემდეგ დუბლი გაიფორმა.
როდრიგო "სამეფო კლუბმა" 2019 წლის ზაფხულში "სანტოსიდან" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი შეაგდო და 9 ასისტიც მიითვალა.