ანჩელოტიმ ლეგენდარული ლიპის რეკორდი მოხსნა — მერამდენედ გავიდა "პაპა კარლო" ჩემპიონთა ლიგის ფინალში?

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე ლეგენდარული მარჩელო ლიპის რეკორდი დაამხო.
მოგეხსენებათ, 62 წლის იტალიელის "სამეფო კლუბმა" ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის საპასუხო 1/2 ფინალურ შეხვედრაში "მანჩესტერ სიტი" (3:1 დ.დ) დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ანჩელოტისთვის ეს მე-5 ფინალია. აქამდე, "პაპა კარლომ" აღნიშნულ ეტაპს 2003, 2005, 2007 წლებში "მილანთან", ხოლო 2014 წელს "რეალთან" ერთად მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ანჩელოტის გუნდი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა - 2005 წელს, "ლივერპულთან", პენალტების სერიაში. ორი წლის შემდეგ "მილანმა" რევანში აიღო.
2022 წლის 28 მაისს, "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში სწორედ მერსისაიდულ კლუბს დაუპირისპირდება.