"გადაუჭრელი საკითხი გვაქვს", - სალაჰი ჩემპიონთა ლიგის ფინალში რეალის გასვლას ეხმაურება
"ლივერპულის" გარემარბი, მოჰამედ სალაჰი ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალთან" დაპირისპირებას მოუთმენლად ელის.
"მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მადრიდული გრანდის გამარჯვების შემდეგ ეგვიპტელმა სოციალურ ქსელში დაწერა: "გადაუჭრელი საკითხი გვაქვს".
მოგეხსენებათ, "ლივერპული" და "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს 2018 წელს უკვე შეხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ სალაჰმა ოთხი წლის წინ გამართული მატჩის პირველივე ტაიმში ტრავმა მიიღო, სერხიო რამოსთან შეჯახების შედეგად და შეცვალეს. საბოლოო ჯამში, ესპანურმა კლუბმა გაიმარჯვა (3:1).
მერსისაიდელები მადრიდელებს ამ წელს ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ მატჩში 28 მაისს, პარიზში, "პარკ დე პრენსზე" დაუპირისპირდებიან.