ავტორიზაცია

"ის, რაც აფრიკის თასის შემდეგ გააკეთეს, შთამბეჭდავია", - ვენგერმა სალაჰი და მანე შეაქო

"ის, რაც აფრიკის თასის შემდეგ გააკეთეს, შთამბეჭდავია", - ვენგერმა სალაჰი და მანე შეაქო
თარიღი 05 მაი 2022, 12:19

ლეგენდარულმა ფრანგმა სპეციალისტმა, არსენ ვენგერმა "ლივერპულის" თავდამსხმელების, მოჰამედ სალაჰისა და სადიო მანეს შესახებ ისაუბრა.

"შეხედეთ სალაჰსა და სადიოს, რომლებმაც აფრიკის თასის ფინალში ითამაშეს. ის, რაც დაბრუნების შემდეგ გააკეთეს, შთამბეჭდავია".

"ევროპაში ვწუწუნებდით, რომ ზედმეტად ბევრი თამაში ჩავატარეთ, მათ კი ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ".

"მანეს მოედნის ყველა ნაწილში ურტყამდნენ - ხმა არ ამოუღია", - თქვა "არსენალის" ექს-თავკაცმა beIN Sports-ის ეთერში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ლივერპულსა" და "ვილიარეალს" (3:2) შორის გამართული საპასუხო მატჩის შემდეგ.

მოგეხსენებათ, აფრიკის თასი გასულ ზამთარს გაიმართა. ფინალში ერთმანეთს სალაჰის ეგვიპტე და მანეს სენეგალი შეხვდნენ, გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა და ტიტულს სადიო დაეუფლა.