ავტორიზაცია

ნიუკასლის გარემარბი: "ოსტატობის მხრივ, არ მაქვს მიზეზი იმისა, რომ სადიო მანესი მშურდეს"

ნიუკასლის გარემარბი: "ოსტატობის მხრივ, არ მაქვს მიზეზი იმისა, რომ სადიო მანესი მშურდეს"
თარიღი 05 მაი 2022, 19:08

"ნიუკასლის" გარემარბმა, ალან სენ-მაქსიმენმა მინიშნება გააკეთა, რომ უფრო ქმედუნარიანი თანაგუნდელების გვერდით სურს თამაში.

"სუფთა ოსტატობის თვალსაზრისით, არ მაქვს მიზეზი, სადიო მანესი მშურდეს და მათ, ვისაც ჩემთან ერთად უთამაშია, ეს ძალიან კარგად იციან".

"იმ დღიდან, როცა გუნდში მეყოლება ფეხბურთელი, რომელიც მომენტების გამოყენებას შეძლებს, სეზონში 10-15 საგოლე პასის გაკეთებას დავიწყებ და ხალხის წარმოდგენას შევცვლი", - ციტირებს ფრანგის სიტყვებს So Foot-ი.

მოგეხსენებათ, სენ-მაქსიმენი "ნიუკასლმა" 2019 წლის ზაფხულში "ნიცადან" 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა.

მიმდინარე სეზონში 25 წლის გარემარბმა "კაჭკაჭების" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.