ავტორიზაცია

რონალდუ სამეულს მიღმა — პრემიერ ლიგის 2021/22 წლების სეზონის TOP 10 ტრანსფერი ESPN-ის ვერსიით

რონალდუ სამეულს მიღმა — პრემიერ ლიგის 2021/22 წლების სეზონის TOP 10 ტრანსფერი ESPN-ის ვერსიით
თარიღი 05 მაი 2022, 19:31

ავტორიტეტულმა გამოცემა ESPN-მა ინგლისის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ტრანსფერების რეიტინგი შეადგინა.

ასე და ამგვარად, პირველი ადგილი კრისტიან ერიქსენს ერგო, რომელიც გასულ ზამთარს უფასოდ "ბრენტფორდში" ჩაირიცხა.

გარდა ამისა, ტოპ სამეულში მოხვდნენ ლუის დიასი ("პორტუდან" "ლივერპულში") და კრეიგ დოუსონი ("უოტფორდიდან" "ვესტ ჰემში").

პრემიერ ლიგის სეზონის 10 საუკეთესო ტრანსფერის სია:

1. კრისტიან ერიქსენი ("ბრენტფორდი", უფასოდ)

2. ლუის დიასი ("ლივერპული", 37 მლნ ფუნტი)

3. კრეიგ დოუსონი ("ვესტ ჰემი", 2 მლნ ფუნტი)

4. კონორ გალაჰერი ("კრისტალ პალასი", არენდა)

5. კრიშტიანუ რონალდუ ("მანჩესტერ იუნაიტედი", 13,5 მლნ ფუნტი)

6. მარტინ ედეგორი ("არსენალი", 30 მლნ ფუნტი)

7. დენ ბერნი ("ნიუკასლი", 13 მლნ ფუნტი)

8. მარკ გეჰი ("კრისტალ პალასი", 18 მლნ ფუნტი)

9. ბრუნო გიმარაეში ("ნიუკასლი", 35 მლნ ფუნტი)

10. ჟოზე სა ("ვულვერჰემპტონი", 7 მლნ ფუნტი).