რა უთხრა ანჩელოტიმ პერესს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მანჩესტერ სიტის დამარცხების შემდეგ?
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტის" დამარცხების შემდეგ კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს მადლობა გადაუხადა.
მოგეხსენებათ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში მადრიდულმა გრანდმა "ქალაქელებს" ანგარიშით 3:1 (პირველი შეხვედრა - 3:4) მოუგო.
გამარჯვების შემდეგ, "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი გუნდის გასახდელს ეწვია, რათა ფეხბურტელებისთვის და სამწვრთნელო შტაბისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მიელოცა.
ანჩელოტი და პერესი ერთმანეთს ჩაეხუტნენ. "რეალის" მწვრთნელმა თქვა: "მადლობა, რომ აქ მომიყვანე, პრეზიდენტო".
მოგეხსენებათ, 62 წლის იტალიელი სპეციალისტი მადრიდულ გრანდში 2021 წლის ზაფხულში დაბრუნდა. გასულ სეზონში "პაპა კარლო" "ევერტონს" წვრთნიდა.