ავტორიზაცია

ბარსელონა ზაფხულში ცენტრალურ მცველს იყიდის — ხავიმ პრიორიტეტული სამიზნე შეარჩია

ბარსელონა ზაფხულში ცენტრალურ მცველს იყიდის — ხავიმ პრიორიტეტული სამიზნე შეარჩია
თარიღი 05 მაი 2022, 20:18

"ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვის ხაზის ცენტრის გაძლიერება უნდა და პრიორიტეტული ვარიანტი შეარჩია.

ასე და ამგვარად, კატალონიური გრანდის მთავარ მწვრთნელს, ხავის თავის გუნდში "ნაპოლის" ცენტრალური მცველის, კალიდუ კულიბალის ხილვა უნდა.

"ლურჯ-ბროწეულისფრები" 30 წლის სენეგალელის თვისებებს აფასებენ: სისწრაფე, დასწრებაზე თამაში და ფიზიკური მონაცემები საჰაერო ორთაბრძოლებისას.

"ბარსელონა" ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდა და სთხოვა, რომ ახალი კონტრაქტის თაობაზე ნეაპოლელებთან მოლაპარაკებების გამართვასთან დაკავშირებით არ იჩქაროს, წერს გავლენიანი გამოცემა AS-ი.

თავის მხრივ, "ნაპოლის" არანაკლებ 40 მილიონი ევროს მიღება უნდა და ფასის დაკლებაზე ან ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელის ჩართვაზე უარს აცხადებს.

მიმდინარე სეზონში კულიბალიმ ყველა ტურნირზე ერთად 31 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.