ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის 2021/22 წლების სეზონის 10 ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერი ESPN-ის ვერსიით

პრემიერ ლიგის 2021/22 წლების სეზონის 10 ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერი ESPN-ის ვერსიით
თარიღი 05 მაი 2022, 20:29

ავტორიტეტულმა გამოცემა ESPN-მა ინგლისის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერების რეიტინგი შეადგინა.

ასე და ამგვარად, სიაში პირველი ადგილი რომელუ ლუკაკუს ერგო, რომელიც გასულ ზაფხულს "ჩელსიმ" "ინტერიდან" 97,5 მილიონ ფუნტად იყიდა.

გარდა ამისა, სამეულში მოხვდნენ ჯეიდონ სანჩო ("დორტმუნდიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში") და ჯეკ გრილიში ("ასტონ ვილადან" "მანჩესტერ სიტიში").

პრემიერ ლიგის სეზონის 10 ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერის სია:

1. რომელუ ლუკაკუ ("ჩელსი", 97,5 მლნ ფუნტი)

2. ჯეიდონ სანჩო ("მანჩესტერ იუნაიტედი", 73 მლნ ფუნტი)

3. ჯეკ გრილიში ("მანჩესტერ სიტი", 100 მლნ ფუნტი)

4. დელე ალი ("ევერტონი", უფასოდ)

5. რაფაელ ვარანი ("მანჩესტერ იუნაიტედი", 43 მლნ ფუნტი)

6. ნიკოლა ვლაშიჩი ("ვესტ ჰემი", 26,8 მლნ ფუნტი)

7. ალექს კრალი ("ვესტ ჰემი", არენდა)

8. იანიკ ვესტერგორი ("ლესტერი", 15 მლნ ფუნტი)

9. ბრაიან ხილი ("ტოტენჰემი", 22,5 მლნ ფუნტი)

10. ბილი გილმორი ("ნორვიჩი", არენდა).