"ბარსელონას ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს", - პიკემ ორი ფეხბურთელი გამოარჩია

კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ გუნდის ნახევარმცველის, პედრის პერსპექტივები შეაფასა.
"დიდი შანსი აქვს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს", - ამბობს 35 წლის ესპანელი უკანახაზელი Sky Sports-ის ეთერში.
"გავიც ძალიან კარგია თავისი ასაკისთვის. ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს. ჯერ კიდევ უნდა განვითარდნენ, მაგრამ უკვე ძალიან კარგები არიან", - დასძინა პიკემ.
მიმდინარე სეზონში 19 წლის პედრიმ ყველა ტურნირზე ერთად "ბარსას" მაისურით 22 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ერთი ასისტიც მიითვალა.
რაც შეეხება გავის, 17 წლის ნახევარმცველმა 2021/22 წლების სეზონში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ღირსება 43 შეხვედრაში დაიცვა, მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.