ავტორიზაცია

"ერთი სუფთა ფორვარდია, მეორე უფრო მრავალმხრივია", - პიკემ ერთმანეთს ჰოლანდი და მბაპე შეადარა

"ერთი სუფთა ფორვარდია, მეორე უფრო მრავალმხრივია", - პიკემ ერთმანეთს ჰოლანდი და მბაპე შეადარა
თარიღი 06 May 2022, 14:35

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ ერთმანეთს ახალგაზრდა ფორვარდები, კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი შეადარა.

მოგეხსენებათ, 23 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი "პსჟ"-ს ღირსებას იცავს, ხოლო 21 წლის ნორვეგიელი "დორტმუნდში" ირიცხება.

"ამ დროისთვის, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის ვხედავთ. ძალიან ახალგაზრდები არიან და "ოქროს ბურთის" მოგების პოტენციალი აქვთ".

"ვფიქრობ, ჰოლანდი უფრო სუფთა ფორვარდია, ძალიან ძლიერი და ბევრი გოლის გამტანი. მბაპე კი უფრო მრავალმხრივია, რომელსაც შეტევის ფლანგზეც შეუძლია თამაში და ცენტრშიც". 

"ორივე ძალიან კარგია. ჰოლანდის წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა არ მქონია, მაგრამ მბაპეს წინააღმდეგ მითამაშია. რთული არჩევანია", - თქვა პიკემ Sky Sports-თან ინტერვიუში.