ავტორიზაცია

"მეტოქეს პატივი უნდა სცე და გულშემატკივრებსაც პატივისცემა ასწავლო", - ხავის თქმით, ბარსა ბეტისს დერეფანს დაახვედრებს

"მეტოქეს პატივი უნდა სცე და გულშემატკივრებსაც პატივისცემა ასწავლო", - ხავის თქმით, ბარსა ბეტისს დერეფანს დაახვედრებს
თარიღი 06 May 2022, 23:51

„ბარსელონა“ „ბეტისს“ სამეფო თასის მოგებისთვის საჩემპიონო დერეფანს გაუკეთებს.

ამის შესახებ „ბარსას“ მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა თავად განაცხადა.

„ჩვენ ბეტისს საჩემპიონო კორიდორს გავუკეთებთ, ეს სპორტული სულისკვეთების და მეტოქის პატივისცემის გამოვლინებაა. „ბეტისი“ ამას იმსახურებს, გუნდმა ესპანეთს თასი მოიგო - ტურნირი, სადაც ჩვენც ვმონაწილეობდით.

გულშემატკივრებს პატივისცემა და სპორტული სულისკვეთება უნდა დაუნერგო, ამის არგაკეთება შეცდომა იქნებოდა. გასახდელში უკვე ვისაუბრეთ და ფეხბურთელებმა მხარი დამიჭირეს.

თავის დროზე დერეფანი „რეალს“ გავუკეთე. მეტოქეს პატივი უნდა სცე. სხვა ყველაფერი კი - საუბრებია, რომელიც არ მაინტერესებს.“ - აღნიშნა ხავიმ.

ცნობისთვის, „ატლეტიკომ“ უარი თქვა „რეალისთვის“ დერეფნის გაკეთებაზე, მიუხედავად იმისა, რომ „თეთრებს“ ლა ლიგა უკვე ოფიციალურად აქვთ მოგებული.