"ვიცი, თუ რატომ ვერ მოვიგე გასულ წელს ოქროს ბურთი", - სალაჰმა მიზეზები განმარტა
"ლივერპულის" თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
"გასულ წელს დავმარცხდი, 40 გოლი გავიტანე, მაგრამ ტიტულები ვერ მოვიგეთ. ამ სეზონში ძალიან კარგი სტატისტიკა მაქვს და ერთი ტიტული უკვე დავისაკუთრეთ. თუ კიდევ ორს დავეუფლებით (ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის თასი), საინტერესო იქნება იმის ხილვა, თუ ვინ აიღებს "ოქროს ბურთს".
"ახლა მთავარზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები, ეს გუნდური ტიტულებია. ყველა დანარჩენი მხოლოდ შემდეგია".
"ლივერპულში" ჩემს საუკეთესო სეზონს ვატარებ. ბევრი გოლი გავიტანე და ბევრი ასისტი გავაკეთე, პრემიერ ლიგაში საუკეთესო ვარ შექმნილი მომენტების რაოდენობით, ჩემს თამაშში ბევრი რამ შეიცვალა".
"თავს კარგად ვერ ვგრძნობ, როცა გუნდი მარცხდება, მე კი ვერ გოლს ვიტან და სხვაობას ვერ ვქმნი. თუმცა, როცა "ლივერპული" იგებს, მე კი მეტოქის კარს ვერ ვიღებ, მაინც ძალიან ბედნიერი ვარ".
"ვცდილობ ვიპოვო დეტალები, რომლებიც მოტივაციას შემმატებს. აქეთ-იქით პატარ-პატარა რეკორდებს ვეძებ, რათა თავი დაკავებული იყოს. ვცდილობ, რეკორდების დასამხობად დრაივი შევინარჩუნო და ახალი მიღწევები დავაფიქსირო", - ციტირებს ეგვიპტელის სიტყვებს Sky Sports-ი.
მიმდინარე სეზონში სალაჰმა ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.