ავტორიზაცია

ხავი: "რა თქმა უნდა, რეალის წარმატება ბარსელონას ბევრ გულშემატკივარზე ახდენს გავლენას"

ხავი: "რა თქმა უნდა, რეალის წარმატება ბარსელონას ბევრ გულშემატკივარზე ახდენს გავლენას"
თარიღი 07 მაი 2022, 12:19

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ "რეალის" წარმატებების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

მოგეხსენებათ, ამ სეზონში მადრიდული კლუბი ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

"რა თქმა უნდა, ეს ბევრ კულეზე ახდენს გავლენას. მეტოქეები ვართ და რეალობა ასეთია, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ. ნოემბერში მითხრეს, რომ როგორც მინიმუმ, "ბარსა" ჩემპიონთა ლიგაზეა გასაყვანი. სამწუხაროა. რეალისტები უნდა ვიყოთ, მომდევნო წელს კი ვნახოთ. უკეთესები გავხდით, მაგრამ მათ ვერ შევებრძოლეთ".

"ტიტულებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ასეთია "ბარსას" ისტორიის გზავნილი, მაგრამ გამარჯვებას შესაძლოა წლები დასჭირდეს. ჩვენს სტილში თამაშით ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოვიგეთ და მსოფლიო აღიარება მოვიპოვეთ".

"მესისა და გვარდიოლას "ბარსამ" სამყარო გააკვირვა და მას მსოფლიოს საუკეთესო გუნდს უწოდებდნენ. ყველას ახსოვს, როგორ თამაშობდა ის გუნდი".

"მნიშვნელოვანია ის სტილი, რომლითაც იმარჯვებ. ამაში ეჭვი არ მეპარება. ეს არის გზა, ამაზე მეტყველებს ჩვენი ისტორია. "ბარსაში" ასე იქნება. ფეხბურთელებს დომინირება და შეტევა მოსწონთ. უნდა ვიბრძოლოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რათა "კულეებმა" ჩვენით იამაყონ", - ციტირებს "ბარსას" მწვრთნელის სიტყვებს Marca.