ავტორიზაცია

"მოგებაც სათანადოდ უნდა შეგეძლოს და წაგებაც", - გაუკეთებდა თუ არა დანი ალვეში რეალს საჩემპიონო დერეფანს?

"მოგებაც სათანადოდ უნდა შეგეძლოს და წაგებაც", - გაუკეთებდა თუ არა დანი ალვეში რეალს საჩემპიონო დერეფანს?
თარიღი 07 მაი 2022, 14:47

დანი ალვეშის თქმით, „ატლეტიკოს“ ადგილას ის მადრიდის „რეალს“ საჩემპიონო კორიდორს მოუწყობდა.

თქვენ დახვდებოდით „რეალს“ საჩემპიონო დერეფნით?

ვისურვებდი, რომ ეს მე არ შემხებოდა, მაგრამ თუ მაინც და მაინც შემეხო, მაშინ გავაკეთებდი, მოგებაც სათანადოდ უნდა შეგეძლოს და წაგებაც.

„რეალში“ ბევრი მეგობარი მყავს, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ და არის ასევე ბევრი ადამიანი, რომლითაც აღტაცებული ვარ. ვისურვებდი, რომ ეს მე არასდროს მეხებოდეს, რადგან უდიდესი იდიოტობაა, მაგრამ თუ მაინც და მაინც შემეხო, მაშინ, რატომაც არა?“, - აღნიშნა „ბარსას“ ვეტერანმა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკომ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვალინდელ მადრიდულ დერბიში „რეალს" საჩემპიონო კოდირორს არ მოუწყობს.