"წმინდა მამარდაშვილი" - ქართველმა მეკარემ ლა ლიგაც აღაფრთოვანა!
ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში მორიგი დიდებული მატჩი ჩაატარა.
"ბილბაოსა" და "ვალენსიას" შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, მამარდაშვილი კი საუკეთესოდ დასახელდა.
მან ჯამში 5 სეივი გააკეთა, ბოლო წუთზე კი ურთულესი ბურთი მოიგერია.
ლა ლიგის ოფიციალური გვერდი ქართველის კარგ თამაშს გამოეხმაურა და მას "წმინდა მამარდაშვილი" უწოდა.